მცირე საგრანტო კონკურსი

ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ ჩეხეთის განვითარების სააგენტოს #CZDA ფინანსური მხარდაჭერით და არაგვის ლაგთან #aragvilag თანამშრომლობით იწყებს ახალ აქტივობას „მდგრადი ტურიზმი მთიან რეგიონებში“, რომლის ფარგლებში ცხადდება მცირე საგრანტო კონკურსი.  

ვისაც გაქვთ მოქმედი ტურისტული მომსახურების ბიზნესი (საოჯახო ტიპის სასტუმრო/კვების ობიექტი) სოფლებში: 

  • როშკა 
  • ატაბე 
  • წინხადუ 
  • შუაფხო 
  • დათვისი 
  • ჩირდილი 
  • ხომი 
  • გამსი 
  • კიტოხი 

და გსურთ საკუთარი მეურნეობის სახით გქონდეთ მცირე ზომის სათბური, რომელშიც მოიყვანთ სოფლის მეურნეობის პროდუქტებს, გაახანგრძლივებთ მოსავლის მიღების სეზონს და სტუმრებს შესთავაზებთ საკუთარი, ადგილობრივი წარმოების პროდუქტს, 

შეავსეთ თანდართული განაცხადის ფორმა და გამოგვიგზავნეთ ელ.ფოსტაზე: aragvigrants@gmail.com 2020 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.  

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს არის კონკურსი და საბოლოოდ მხარდაჭერილი იქნება მხოლოდ 3 წარმატებული განაცხადი.  

ჩამოტვირთე განაცხადის ფორმა