ა(ა)იპ "არაგვის თემთა განვითარების ჯგუფი ჩამოყალიბდა ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია "ფიფლ ინ ნიდ"-ის (PIN) მხარდაჭერით.

ორგანიზაცია აერთიანებს საჯარო, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს გუდამაყრის, ფშავისა და პირაქეთა ხევსურეთის თემებიდან.

ორგანიზაციის ძირითადი სამოქმედო პრინციპები ეყრდნობა ევროპულ გამოცდილებას LEADER/CLLD მეთოდოლოგიის მეშვეობით, მოხდეს  სოფლად სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა.

არაგვის თემთა განვითარების ჯგუფში გაწევრიანება შეუძლია  ნებისმიერ პირს ან ორგანიზაციას, რომელსაც სურს ჩაერთოს სამიზნე თემების განვითარების პროცესში.

ორგანიზაციის საქმიანობა სრულად დამყარებულია მოხალისეობრივ პრინციპებზე.

არაგვის განვითარების ჯგუფი შეიმუშავებს ადგილობრივი განვითარების გრძელვადიან სტრატეგიას, რომელიც დაფუძნებული იქნება მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩატარებული კვლევების შედეგად გამოვლენილ საჭიროებებზე.