საგრანტო კონკურსი

„ფიფლ ინ ნიდ“ (People In Need - PIN) ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ჰუმანიტარული დახმარებისა და განვითარების ხელშეწყობის პარალელურად, ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოკრატიაზე დაფუძნებული თავისუფლების დანერგვაზეა ორიენტირებული. იგი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უდიდესი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელმაც ბოლო 2 ათეული წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის პროექტი განახორციელა მსოფლიოს 37 ქვეყანაში. „ფიფლ ინ ნიდ“ საქართველოში 2005 წლიდან მოღვაწეობს და წარმოდგენილია ოფისებით თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში და გორში.

 

 

Czech Development Agency

2019 წლიდან „ფიფლ ინ ნიდ“ (People In Need - PIN), ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „არაგვის თემთა მდგრადი განვითარება.”

 

პროექტის მიზანია, გუდამაყარში, ფშავსა და პირაქეთა ხევსურეთში მუდმივად ან სეზონურად მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ისევე როგორც, ყველა სექტორისა და მოსახლეობის აქტიურად ჩართვა ადგილობრივ განვითარებაში.

 

პროექტის ფარგლებში, LEADER/CLLD მიდგომის საფუძველზე შეიქმნა „არაგვის თემთა განვითარების ჯგუფი“, რომელიც წარმოადგენს საჯარო, ბიზნეს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების გაერთიანებას და მისი ძირითადი მიზანია სამიზნე თემების გრძელვადიანი განვითარების ხელშეწყობა სტრატეგიული მიზნების დასახვის და სექტორთშორისი თანამშრომლობის მეშვეობით.

 

არაგვის თემთა განვითარების ჯგუფმა შეიმუშავა „ადგილობრივი განვითარების სტრატეგია 2020-2025“, რომლის პრიორიტეტული მიმართულებების მხარდასაჭერადაც ცხადდება საგრანტო კონკურსი. სტრატეგიით განსაზღვრული პრიორიტეტული მიზნები და ამოცანები შეგიძლიათ იხილოთ სრულ დოკუმენტში.

2020 წლის საგრანტო კონკურსის სპეციფიური პრიორიტეტები, პროცედურები და პროცესი დეტალურად გთხოვთ იხილოთ თანდართულ „საგრანტო კონკურსის სახელმძღვანელო“-ში.

 

კონსულტაციის მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ ცხელი ხაზის ტელეფონით: 595 705 888 ან მობრძანდეთ პროექტის ოფისში: სოფ. ჩინთი, დუშეთის რაიონი. კონსულტაციები განხორციელდება სამუშაო დღეებში, 10:00-დან 18:00 მდე 2020 წლის 5 ივლისისი ჩათვლით.

 

არასასოფლო სამეურნეო მიმართულების, საჯარო და არამომგებიანი/სათემო პროექტების განაცხადის ფორმები შეგიძლიათ იხილოთ დანართად #1#3 (პირველადი ბიზნეს და საჯარო/არამომგებიანი პროექტის განაცხადის ფორმა)

სასოფლო სამეურნეო მიმართულების პროექტების მხარდაჭერა განხორციელდება დაჩქარებული წესით და გთხოვთ ამ სახის პროექტებისათვის შეავსოთ სრული ბიზნეს განაცხადის ფორმა, დანართი#5

საგრანატო კონკურსის სამიზნე სოფლების ჩამონათვალი გთხოვთ იხილოთ დანართი #7.

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა ამა წლის 06 ივლისი, 18:00 სთ, ელ. ფოსტის მისამართზე: aragvigrants@gmail.com

 

საგრანტო დოკუმენტაცია:

 

WWW.PIN.GE 
WWW.ARAGVILAG.GE
Facebook: Aragvi Local Action Group / არაგვის თემთა განვითარების ჯგუფი