თეთრიწყაროს და არაგვის ლაგ-ის შეხვედრა

6-7 ოქტომბერს არაგვის არაგვის თემთა განვითარების ჯგუფის წევრები ვესტუმრეთ თეთრიწყაროს ლაგს

 


შეხვედრის მიზანი იყო თეთრიწყაროს და არასგვის ლაგ-ებს შორის გამოცდილების გაზიარება და სამომავლო საერთო მიზნების განსაზღვრა


 

ვიზიტის ფარგლებში გავეცანით თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიერ მხარდაჭერილ რამდენიმე პროექტს:
  •  " ვასო პაპას მარანი "- ასე ჰქვია , სოფელ ასურეთში,  ვასილ კენკებაშვილის მცირე საოჯახო ტიპის მარანს, სადაც მასპინძელმა ღვინის სამყაროში გვამოგზაურა 

 

  •  შპს " წინწყარო + " - საშუალო ტიპის რძის გადამამუშავებელი საწარმო, სოფელ წინწყაროში.  საწარმოს დირექტორმა, ზეინებ აბულაძემ, გაგვაცნო მუშაობის პროცესი და გვიამბო თავისი წარმატების ისტორია -აჭარელი ეკომიგრანტების ოჯახის ნულიდან დაწყებული საქმე და დღეს უკვე შემდგარი საწარმო, რომელიც ადგილობრივებისათვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის. 

 

  •  " თოკების პარკის " ატრაქცია ალგეთის ეროვნულ პარკში. საინტერესო და გასართობ- შემეცნებითი ატრაქცია დროის სასიამოვნოდ და ექსტრემალურად გატარების შესაძლებლობას იძლევა.

 


  ვიზიტის  ფარგლებში ასევე მოვინახულეთ ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები:
  • შვაბების ქუჩა - გერმანული დასახლება. აქ XIX საუკუნის დასაწყისიდან 1941 წლის სამამულო ომამდე გერმანელები ცხოვრობდნენ. იძულებით გადასახლებულთა ისტორიას აქ  მათი სახლები, მათ მიერ აშენებული ლუთერანული ეკლესია და გერმანული სასაფლაო ყვება.  გერმანული დასახლება საკმაოდ საინტერესოა თავისი იერსახითა და  ისტორიით. 

 

  • სამშვილდე - უძველესი ისტორიული ციხე-ქალაქი საქართველოში, რომელიც ნანგრევების სახითაა შემორჩენილი და უდიდეს კულტურულ მემკვიდრეობას ინახავს

 

  • მანგლისის სიონი - ისტორიული წყაროების მიხედვით, აქ პირველი ქვის ეკლესია IV საუკუნის 30-იან წლებშია აგებული. მას ეროვნული მნიშვნელოკის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

 

 საკმაოდ ინფორმაციული, საინტერესო და შთაბეჭდილებებით სავსე იყო თეთრიწყაროს ლაგ-თან შეხვედრა