2022 წლის საგრანტო კონკურსი II რაუნდი

არაგვის განვითარების ჯგუფი საგრანტო კონკურსის II რაუნდს აცხადებს

 

 „ფიფლ ინ ნიდ“ (People In Need - PIN) არის ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ჰუმანიტარული დახმარებისა და განვითარების ხელშეწყობის პარალელურად, ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოკრატიაზე დაფუძნებული თავისუფლების დანერგვაზეა ორიენტირებული. იგი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უდიდესი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელმაც ბოლო 2 ათეული წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის პროექტი განახორციელა მსოფლიოს 37 ქვეყანაში. „ფიფლ ინ ნიდ“ საქართველოში 2005 წლიდან მოღვაწეობს და წარმოდგენილია ოფისებით თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში და გორში.  

 

 2019 წლიდან / ფიფლ ინ ნიდ / (People In Need - PIN), ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს / არაგვის თემთა მდგრადი განვითარება. /

 

პროექტის მიზანია, გუდამაყარში, ფშავსა და პირაქეთა ხევსურეთში მუდმივად ან სეზონურად მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ისევე როგორც, ყველა სექტორისა და მოსახლეობის აქტიურად ჩართვა ადგილობრივ განვითარებაში.  

 

პროექტის ფარგლებში, LEADER/CLLD მიდგომის საფუძველზე შეიქმნა „არაგვის თემთა განვითარების ჯგუფი“, რომელიც წარმოადგენს საჯარო, ბიზნეს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების გაერთიანებას და მისი ძირითადი მიზანია სამიზნე თემების გრძელვადიანი განვითარების ხელშეწყობა სტრატეგიული მიზნების დასახვის და სექტორთშორისი თანამშრომლობის მეშვეობით. არაგვის თემთა განვითარების ჯგუფმა შეიმუშავა „ადგილობრივი განვითარების სტრატეგია 2020-2025“, რომლის პრიორიტეტული მიმართულებების მხარდასაჭერადაც ცხადდება საგრანტო კონკურსი. 

 

 

საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს კონსულტაცია ცხელი ხაზის მეშვეობით, სამუშაო დღეებში 10:00-დან 18:00-მდე, ნომერზე: 595 705 888. 

 

 

საგრანტო დოკუმენტაცია:

 

 

ბიზნესის სრული საპროექტო განაცხადის ფორმის შევსების ვიდეო-ინსტრუქცია იხილეთ აქ: 

 

https://www.youtube.com/watch?v=Twir073fCQk 

 

 

საინფორმაციო შეხვედრების ჩატარების ადგილები და დროები:

 

 

 

 სრული საპროექტო განაცხადების მიღება იწარმოებს იწარმოებს 03.06.2022-დან 23.06-2022-ის 18:00 ჩათვლით,  ელ.ფოსტის საშუალებით, მისამართზე: aragvigrants@gmail.com