შრომის უფლებების ადვიკატირება საქართველოში

15 მაისს, ფშავში, ხომის ტურისტულ კომპლექსში, ჩატარდა ტრენინგი "ფიფლ ინ ნიდ"-ის (PIN) პროექტის ფარგლებში - „შრომის უფლებების ადვოკატირება საქართველოში“

ტრენინგში მონაწილეობდნენ არაგვის თემის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრები

მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების პირობებისა და შრომის კოდექსში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებების შესახებ

ტრენინგს უძღვებოდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები, შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, რაჟდენ კუპრაშვილი.

შეხვედრის ბოლოს, მცხეთის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლებმა ადგილობრივი მოსახლეობის კითხვებს უპასუხეს შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებით და გაუწიეს ინდივიდუალური კონსულტაციები.

პროექტის მიზანია, საქართველოს ახალ შრომის კოდექსში შესული ძირითადი ცვლილებებისა და მისი განხორციელების სტრატეგიების შესწავლა; შრომით პოლიტიკასა და პრაქტიკაში ძირითადი ხარვეზების გამოვლენა.