მცირე საგრანტო კონკურსი

 

მცირე სასოფლო-სამეურნეო, სადემონსტრაციო ნაკვეთის მოწყობა

 

კრიტერიუმები:

1. მიწის ნაკვეთი უნდა მდებაროებდეს ფშავის,პირაქეთა ხევსურეთის ან გუდამაყრის ტერიტორიაზე.
2. მიწის ნაკვეთის მინიმალური ზომა - 100 კვმ, მაქსიმალური 300 კვმ.
3. პრიორიტეტი მიენიჭება განაცხადებს, რომლებშიც მიწის ნაკვეთი საკუთრებაშია რეგისტრირებული.
4. ბოსტნეული კულტურების ჩამონთვალი შემოთავაზებული უნდა იყოს განმცხადებლის მიერ. (სავალდებულოა 1 წლიანი კულტურები. მინიმუმ 5-10 სახეობა)
5. პრიორიტული იქნება პროექტების მხარდაჭერა ფშავის, გუდამაყრისა და პირაქეთა ხევსურეთის  სხვადასხვა სოფლებში.
6. საგრანტო კონკურსში არ მოითხოვება განმცხადებლის თანადაფინანსება, შრომითი თანამონაწილეობის გარდა.
7. მისასალმებელია განმცხადებლის მიერ დაინტერესების გამოხატვა სხვადასხვა კულტურების გამოცდის, მათ შორის ტრადიციული ქართული ჯიშების მოყვანის თაობაზე. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება კონსულტანტთან შეთანხმებით. 
8. პროექტების შეფასების შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება განმცხადებელთან გასაუბრების საფუძველზე.

 

რას გთავაზობთ ჩვენ:

1. ადგილობრივ კლიმატზე მორგებული სხვადასხვა კულტურების სათესლე მასალა/ჩითილები თანადაფინანსების გარეშე.
2. უფასო კოსულტაციები მიწის ლაბორატორიული ანალიზი/კვლევა, ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების ღონისძიებები: ამაღლებული და თბილი კვლები და ა.შ.
3. შრომის გაიოლება ისეთი მიდგომების გამოყენებით, რომლებიც არ საჭიროებენ სამუშაო იარაღების გამოყენებას ან საჭიროებენ მინიმალურ დონეზე.
4. ორგანული სასუქების დამზადება და გამოყენება საოჯახო მეურნეობაში, საჭიროების შემთხვევაში ბიო-ინსექტიციდების გამოყენება.
5. კონსულტაციები აღნიშნული კულტურების მოვლა/მოყვანაზე მთელი სეზონის განმავლობაში.

 

განმცხადებლების ვალდებულებები:

1. კონსულტანტის მიერ გაწერილი შესასრულებელი სამუშაოების ზედმიწევნით შესრულება.
2. დაინტერესებული პირებისთვის განხორციელებული სამუშაოების ჩვენება და გამოცდილების გაზიარება.
3. საკუთარი ხედვის წარმოდგენა ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის პოპულარიზაციისთვის.
4. ყოველ 3 კვირაში - სამუშაოების პროგრესის ფოტო/ვიდეო მასალის წარმოდგენის ვალდებულება/სოც. ქსელში გაზიარება და ამის ტექნიკური საშუალების ქონა.
 

ჩამოტვირთეთ და შეავსეთ განაცხადის ფორმა > 

შევსებული საკონკურსო განაცხადები გამოგზავნეთ ელ.ფოსტაზე: aragvigrants@gmail.com

2021 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით.