სიახლეები
რა უნდა ვიცოდეთ სესხის შესახებ?
2021-05-28
26 მაისს, არაგვის თემთა განვითარების ჯგუფის ოფისში, ჩატარდა სამუშაო შეხვედრა თემაზე:
"რა უნდა ვიცოდეთ სესხის შესახებ?"
რომელსაც ესწრებოდნენ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, გუდამაყრის, ფშავისა და პირაქეთა ხევსურეთის თემებიდან
შეხვედრაზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები:
- სესხის სახეები
- სესხის აღების მართებულება
- საყურადღებო საკითხები სესხის გაფორმებისას
- ურთიერთობა გამსესხებელთან
- სესხის ხანდაზმულობა
- სასამართლო პროცესის წარმოება
მოცემულ საკითხებზე ისაუბრა არაგვის თემთა განვითარების ჯგუფის წევრმა - მარიამ თავდგირიძემ, რომელიც აქტიურად არის ჩართული პროექტის განხორციელების პროცესებში
პროექტს "ვალების კრიზისის დაძლევა საქართველოში ჩეხური ინოვაციებით" ახორციელებს ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია "ფიფლ ინ ნიდ" გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით